GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსჯავრდებული ჩვენების მისაცემად მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვს
18:15 23.09.2012
დღის სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გუშინ, 2012 წლის 22 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე.  გ.კიკნაძემ ამჯერად უკვე გამოთქვა მათთან საუბრის სურვილი და გადასცა თავისი ხელით დაწერილი ახსნა-განმარტება, სადაც იგი საუბრობს ზეწოლის იმ ფაქტებზე, რომელიც მის მიმართ სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განხორციელდა.

მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანი იყო, 2001 წელს ყოფილ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე  მის ხელთ არსებული ინფორმაციის განსაჯაროებისაგან თავის შეკავება.

გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზემოაღნიშნულ საქმეზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიკნაძის ახსნა-განმარტებას ორშაბათს, 24 სექტემბერს, გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას შესაბამისი რეაგირებისთვის.

მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე - რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით.

21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა.

მსჯავრდებულის განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში იგი დღეში ორჯერ ხვდებოდა დედას. იგი ასევე მოინახულეს მისმა ადვოკატებმა და მოძღვარმა.

გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„Grand Palace“ –ის სასტუმრო 10 წამში სრულიად ჩამოინგრა (VIDEO)1
დავით საყვარელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს2
იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს3
რუსთავის №17 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა4
ცხინვალის პროკუტურა რუსული დახმარების ათვისების საქმეს სწავლობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X