საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, გიორგი ტუღუშის
განცხადებით, საპატრულო პოლიცია ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებს.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს.
„პატრულის ციხეებში ყოფნა გამოწვეული იყო
პატიმართა ნდობით, ამ ინსტიტუტის მიმართ. დღეიდან კი ისინი დატოვებენ ყველა
დაწესებულებას. ჩვენ ახალი სისტემის მშენებლობას ვიწყებთ, უკვე არსებობს ბევრი
ვაკანტური ადგილი, რასაც კიდევ დაემატება. ჩვენი მიზანი სასჯელაღსრულების სისტემის
ღირესული ადამიანებით დაკომპლექტებაა“,- განაცხადა ტუღუშმა.
internet.ge