ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პატრულის
თანამშრომლებმა მელიქიშვილის ქუჩის ორივე
მხარეს ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით საავტომობილო გზის გათავისუფლება მოახერხეს.
შეგახსენებთ, იუსტიციის სახლის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია
ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ახალგაზრდები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.
Internet.ge