ფსიქოლოგები
ამბობენ, რომ უკვე 6 თვიდან ბავშვი არჩევს ემოციას. მას აღქმის ორი საშუალება აქვს
- მხედველობითი და სმენითი. ყველაზე კარგად კი სახის მიმიკით ატყობენ - ბრაზობს
ადამიანი თუ იღიმის.
სპეციალისტების
განცხადებით, ემოციის აღქმა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა პატარებისთვის, რათა ისინი
მგრძნობიარე არსებებად ჩამოყალიბდნენ.
„ბოტოქსი კი გარკვეულწილად, ზღუდავს ამ ყველაფერს და დედის სახიდან ყოველგვარ
ემოციას შლის. განსაკუთრებით, ახალშობილებთან ურთიერთობისას, როცა პატარა უემოციო
დედას ეჩვევა,“ - ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ედ ტრონიკი,
რომელიც თამამად საუბრობს ბოტოქსის ნეგატიურ გავლენაზე ბავშვის აღზრდის პროცესში.
"თქვენ რისკავთ,
გაზარდოთ ემოციურად ცივი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ესმის, რა გრძნობებს
განიცდიან მის ირგვლივ მყოფია ადამინები," - ამბობს ამერიკელი პროფესორი.
Internet.ge