საპარლამენტო არჩევნებისთვის
ბიულეტენების ბეჭდვა უკვე დაწყებულია.
ბეჭდვის პროცესს,
რომელიც თბილისის 7
სტამბაში მიმდინარეობს, საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები აკვირდებიან.
არსებული ინფორმაციით, ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობების ენებზეც იბეჭდება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო
არჩევნები პირველ ოქტომბერსაა დანიშნული.
internet.ge