პარლამენტის
თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, მთავარი პრიორიტეტია – სოფლის მეურნეობის დახმარება, იმისათვის რომ
ქართული სოფელი ფეხზე დადგეს და ქართველი გლეხი წელში გამართული იყოს.
ამის შესახებ დავით
ბაქრაძემ სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა,
რომელთაც ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
სოფელში მიმდინარე
გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით, იანეთელებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომელიც
წლის ბოლომდე დასრულდება, აღნიშნულ პროექტზე 43 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე, სოფელში
შიდა
გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ
პარლამენტის თავმჯდომარეს იანეთის სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა, დავით ბაქრაძე მათ დაჰპირდა, რომ
სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები გარემონტებულ
სკოლაში სწავლას გააგრძელებენ.
ამას
გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ
სამტრედიის მოსახლეობასაც შეხვდა და სადაზღვევო
და საპენსიო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა.
მოსახლეობამ პრობლემად სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობა და სადაზღვევო კომპანიებთან რთული ურთიერთობა დაასახელა.
დავით ბაქრაძემ მათ
განუმარტა, რომ ყველა რეგიონში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას ადგილობრივი მედიაციის სამსახური
გაამარტივებს.
პარლამენტის
თავმჯდომარემ მოსახლეობასთან გამართულ
შეხვედრაზე მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზეც
გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი მთავარი
პრიორიტეტია - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა იყოს
დაზღვეული და მათ მკურნალობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია -
ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს
ყველა რაიონში მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის
თავმჯდომარეს, შეხვედრაზე, საკუთრებაში ძველი შენობის გადმოცემის თხოვნით
მიმართეს, რაზეც დავით ბაქრაძემ დახმარება აღუთქვა.
დავით ბაქრაძე
სამტრედიაში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის პროცესითა და
გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა.
internet.ge