საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი რატი ურუშაძე ღირსების ორდენზე
უარს ამბობს. აღნიშნიულის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს რატი ურუშუძის მამამ გიზო
ურუშაძემ განუცხადა.
მისი თქმით, რატი ურუშაძე ახლა საზღვარგარეთ იმყოფება, სადაც სპორტულ
კარიერას აგრძელებს. მან გავრცელებული ვიდეო კადრების შემდეგ, სადაც პატიმრების
წამებაა ასახული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ღირსების
ორდენზე უარი თქვას.
გიზო ურუშაძის განცახდებით,
იგი ღირსების ორდენს მთავრობის კანცელარიაში დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში კანცელარიასთან სტუდენტების საპროტესტო
აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სპორტსმენებიც შეუერთდნენ.
Internet.ge