შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიო მასალაში „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კახი კალაძე უცნობ პირს ევროპაში, რვა ე.წ კანონიერ ქურდთან შეხვედრის დეტალებს უყვება.
კახი კალაძე: იმ დღეს, მე რომ ჩავედი იმასთან, დავიძინე ცოტა და მერე ჩავედი ქვემოთ რა და რვა სული ქურდი სიმონ, ჩამეხუტნენ, გადამეხვივნენ, გადამკოცნეს და აბა თქვენ იცითო!!!.
უცნობი პირი: ქუთაისელები იყვნენ?
- კი, - ჩაკვეტაძე, ნემსიწვერაძე, თელაძე...
- ხო...
- კი.
- არსენას ბიჭი ხო?
- ა? ხო...
- არსენას ბიჭი, ჯემალი...
- რომ ვთქვი, რომ ცუდი ამბავია მეთქი, ვინმემ ხომ არ გადაიღო მეთქი რაა...
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდი ნემსიწვერიძე 2 წლის წინ გარდაიცვალა, რაც შს სამინისტროს მიერ გავრცელებული აუდიო მასალის ფალსიფიკაციის არგუმენტად გამოიყენეს.
ერთ-ერთი ქურდი - ნემსიწვერიძე ნამდვილად გარდაცვლილია, თუმცა არსებობს კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი გვარად ნემსიწვერიძე.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ კახი კალაძისა და კანონიერი ქურდების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 20 ივნისს გავრცელდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, შეხვედრას ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები: ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე ესწრებოდენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კალაძე მილანში "ქართული ოცნების" მიერ ოზურგეთში ჩატარებულ აქციამდე იმყოფებოდა.
იხ. ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრის შესახებ
internet.ge