ჯვართამაღლების
დღესასწაულთან
დაკავშირებით
და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დღეს, თბილისის კურთხევა
იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქომ სპეციალური განცხადება
გაავრცელა.
როგორც ცნობილია, დღეს მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით, ვაკიდან (საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან), ვაჟა-ფშაველადან (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან), კინოთეატრ "საქართველოდან" (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან დაიწყება.
„სამი მხრიდან (ვაკე, საბურთალო, დიდუბე) შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16:00 საათზე და შემდეგ გაემართება მეტეხის ხიდისკენ, - ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე, აქ 18:00 საათზე მსვლელობას შეუერთდება მეოთხე ნაკადი და შესრულდება საზეიმო პარაკლისი. დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
Internet.ge