დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის
ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს თანამშრომლებმა დიღმის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს და სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების გამო მწუხარება გამოთქვეს.
1990-იან და 2008 წწ რუსული აგრესიის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და 500 000-ზე მეტი მოქალაქე დევნილად იქცა.
internet.ge