თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა და ყველა შეხვედრა
გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„ინტერნეტ.ჯი“ შეეცადა ხიდაშელთან დაკავშირებას, თუმცა ის
ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს. ასევე ვერ ხერხდება დაკავშირება და აღნიშნული
ინფორმაციის გადამოწმება მის მეუღლესთან დავით უსუფაშვილთან.
აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არც „ქართულ
ოცნებაში“ გაუკეთებიათ.
Internet.ge