სოციალური ქსელით მორიგი ვიდეომასალა ვრცელდება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი ბესიკ
სურმავა ჩანს.
ვიდეოკადრებში, რომელიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის
სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სურმავა დაცვის ოთახიდან გამოდის, სიგარეტს ეწევა
და ოთახში ბრუნდება. რამდენიმე წამის
შემდეგ კადრში ჩანს როგორ გამოდის ის ოთახიდან და ავტომანქანაში ჯდება. ავტომობილი მალევე ტოვებს
ტერიტორიას.
გავრცელებულ ვიდეომასალაში სურმავას ოთახიც არის აღბეჭდილი. კადრში
ჩანს ივანიშვილის დაცვის წევრის პირადი და სამსახურის ნივთები. კუთვნილი
ფეხსაცმელი, ე.წ რაცია, ქურთუკი, გადამცემი, საშვი, დაცვის მოწმობს და სხვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სურმავამ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა სკანდალური
ფარული სატელეფონო ჩანაწერები ინტერნეტით
გაავრცელა.
ამასთან, ბესო სურმავას მეუღლემ
გავრცელებულ აუდიომასალებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა.
მაკა ლობჟანიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე გაიტაცეს და
აუდიოჩანაწერიც, რომელიც youtube-ზე გავრცელდა, ზეწოლის შედეგადაა გადაღებული.
იხ. ბმული
Internet.ge