საპარლამენტო არჩევნებისთვის საორგანიზაციო სამუშაოები უკვე
დასრულებულია.
საარჩევნო უბნები ამომომრჩეველთა მისაღებად მზად არის. ცესკოს
თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ყველა უბანი დაკომპლექტებულია
შესაბამისი ინვენტარით და ყველაფერი წესრიგშია.
„მზად ვართ დადგენილ ვადებში, დაგენილი წესებით ჩავატაროთ არჩევნები
და ვფიქრობ, რაიმე სურპრიზებს არ უნდა ველოდოთ“,- განაცხადა ხარატიშვილმა.
დღის ბოლომდე იმ
ორგანიზაციების რაოდენობა გახდება ცნობილი, რომლებიც არჩევნებს
დააკვირდებიან. ასევე, ცნობილია, რომ შესაბამის უბნებს ამომრჩეველთა სიები უკვე
გადაეცათ, ბიულეტენები კი დღის ბოლომდე იქნება მზად.
რაც შეეხება ბიულეტენების ბეჭდვას, ეს პროცესი თბილისის შვიდ სტამბაში,
24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მილიონამდე ბიულეტენი ყველა საარჩევნო ოლქსა
და უბანს პირველ ოქტომბრამდე გადაეცემა.
internet.ge