მედიისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება დღეიდან, იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, იმ სამაუწყებლო კომპანიებს
მიმართა, რომლებიც
ჩართულნი არიან წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, კენჭისყრის დღის დაწყებამდე წინა 48 საათის განმავლობაში, ანუ 2012 წლის 29 სექტემბრის, 08:00 საათიდან და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე დაუშვებელია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების ეთერში გამოქვეყნება“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge