საქართველოს
პრეზიდენტი დღეს, ფოთში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც დევნილ
ოჯახებს ესტუმრა და მათი სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა.
მიხეილ
სააკაშვილმა ფოთში, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და
ადგილობრივებს დახმარებას დაპირდა.
დღესვე პრეზიდენტმა, მეუფე გრიგოლთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ტაძრის მშენებლობის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ფოთი მალე ყველაზე განვითრებული ქალაქი გახდება.
ტაძრის რეაბილიტაციისთვის პრეზიდენტის ფონდიდან, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ტაძრის დასავლეთის ცენტრალური ნაწილი, მოოქროვდა გუმბათი, ქვით გამოიკვეთა საკურთხევლის შიდა ტრაპეზები, მარმარილოთი მოპირკეთდა შიდა იატაკი, 14 ათას კვადრატულ მეტრზე დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა გარე განათება და სხვ.
internet.ge