თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ბიძინა ივანიშვილი
სიტყვით მიმართავს.
- გაფრთხილებთ ყველას, არაფერი შეგეშალოთ! - განაცხადა ივანიშვილმა,
თუმცა დასძინა, რომ პოლიტიკური რეპრესიებით არ იმუქრება.
კოალიციის ლიდერი პატიმართა წამების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა, რომლებმაც წამების ფაქტი დაგმეს საზოგადოება
გამოაფხიზლეს.
„ჩვენ გპირდებით, რომ დავაბრუნებთ ქვეყანას იქ, სადაც მოქლაქეები
ერთამანეთს შიშით კი არ უყურებენ, არამედ გვერდით უდგანან გაჭირვებასა და ლხინში.
როგორც ეს მოხდა პატიმართა ღისრების აყრის შემთხვევაში, როდესაც მათი წამება
ახალგაზრდებმა სამართლიანად გააპროტესტეს.
ციხეებში მიმდინარე სისასტიკე ყველამ იცოდა, ესენი უბრალოდ იმან
გააღიზინა, რომ მათი სისასტიკე გამოვლინდა. ამ რეჟიმს არ შეიძლება ხელისუფლება
ერქვას, შეუძლებელია დასავლეთმა
სადისტებს დაუჭიროს მხარი“,- დასძინა ივანიშვილმა.
internet.ge