საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
19:39 29.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხაშურის 1-ელ და მე-6 საჯარო სკოლებს სტუმრობდა, სადაც მან დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
ხაშურის 1-ელი სკოლა, რომელიც არსებობის ას წელზე მეტს ხანს ითვლის, გასული საუკუნის დამდეგიდან არ გარემონტებულა.
სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი, მთლიანად განახლდა ჩამოშლილი ფლიგელი, შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა.
სკოლა აღიჭურვა ახალი სასწავლო ინვენტარითა და მერხებით. ეზოში დაწყებულია ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა. რეკონსტრუქციის პროცესში 83 ადამიანი დასაქმდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს, აჭარასა და გურიაშიც იმყოფებოდა, სადაც ამომრჩეველს შეხვდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|