ივანიშვილმა აქცია თავისუფლების მოედანზე საფრენი კამერით გადაიღო
00:08 30.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ივანიშვილმა "ქართული ოცნების" აქცია თავისუფლების მოედანზე საფრენი კამერით გადაიღო, ამ ინფორმაციას მისი ტელევიზიაც ადასტურებს და ის ფოტოებიც, რომელიც კოალიციამ გაავრცელა.
საფრენი კამერის გამოყენება, როგორც ჩანს, კოალიციის ლიდერს სრული სურათის შესაქმნელად დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია დღეს თბილისსა და ქუთაისში, 16:00 საათზე გაიმართა, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩველებს სიტყვით მიმართა, აქცია მუსიკალურმა ნომერმა დაასრულა.
ბერა ივანიშვილთან ერთად რეპი შეასრულა თავად კოალიციის ლიდერმაც.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|