მოსახლეობა 10 თვის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა მოხდა გურჯაანის სოფელ კოლაგში,
სადაც 10 თვის ბარბარე რაფაიანცი, რომელიც მშობლებს სტუმრად დეიდასთან ჰყავდათ, თავდახურულ ქვევრში
იპოვეს.
როგორც კოლაგში
მცხოვრები ადამიანები ყვებიან ჩვილს საათნახევრიანი
ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა,
თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი მოსახლეობა დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
internet.ge