კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
მეუღლემ, ეკატერინა
ხვედელიძემ, თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მასთან ერთად იმყოფებოდა
კოალიციის ლიდერიც.
ივანიშვილის
განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს.
„ქართველ ხალხს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი. ქართველმა ხალხმა დიდი
გაჭირვება გამოიარა, მაგრამ
20-წლიანმა პოლიტიკურმა კულტურამ მას მისცა გამოცდილება და დღეს მძიმე
გამოცდას ჩააბარებს. ქართველი ხალხის
სიბრძნით, სამართლიანი არჩევნებით ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას შევძლებთ, მოვახერხებთ, დავიბრუნოთ თავისუფალი საქართველო“,- განაცხადა
ივანიშვილმა.
internet.ge