კოალიცია „ქართული ოცნებაში“ ირწმუნებიან
რომ საპარლამენტო
არჩევნები
დარღვევებით
მიმდინარეობს.
ამის
შესახებ მაია ფანჯიკიძემ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებისა
და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გააცნო.
ფანჯიკიძის თქმით, სოფელ სამრეკლოში 21-ე
უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით
მიმდინარეობს, „აქ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საარჩევნო
აგიტაციას ეწევიან - უბანზე შეაქვთ სარეკლამო ბუკლეტები, ასევე გადიან უბნის გარე
პერიმეტრზე და თავიანთი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე შეჰყავთ“,- აცხადებს
პრესსპიკერი.
ამას
გარდა, ფანჯიკიძემ პოლიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა
და ქვეკოორდინატორებზე
ფსიქოლოგიურ
ზემოქმედებაში
დაადანაშაულა.
მისი
თქმით, პოლიციის თანამშრომლები მათ კოორდინატორებს
30 სექტემბრის
22:00 საათიდან
ტელეფონით
უკავშირდებიან
და 2 ოქტომბრის 10:00
საათისთვის
პოლიციაში
იბარებენ.
შეგახსენებთ,
რომ გუშინ, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ შსს-ს აქვს ინფორმაცია რეგიონებში
ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ. მიღებული ინფორმაციის
მიხედვით, მონაწილე პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული
პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ, რომ პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ მოუწოდა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას -
გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან
კანონის უხეში დარღვევა და აღნიშნა, რომ პირველ ოქტომბერს,
არჩევნების ჩატარების დღეს, უწყება თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან.
შესაბამისად, მათი დაკითხვა შემდგომ დღეებში მოხდება.
internet.ge