კოალიცია „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია
საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
კოალიციის საინფორმაციო ვებ-გვერდზე
შეკრების დრო და ადგილიცაა მითითებული.
„დღეს, საღამოს 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოდით ყველანი! არ მივცეთ
საშუალება
არავის, რომ გაგვიყალბონ ხმები! გელოდებით ყველას! ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება და დავიცვათ ჩვენი ხმები! ერთად დაველოდოთ პარალელურ დათვლებსა და ეგზითპოლებს! მოემზადეთ გამარჯვებისთვის!“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge