საქართველოს პრეზიდენტმა გურიაში იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნაში მიიღო
მონაწილეობა.
საზეიმო ღონისძიებას, მიხეილ სააკაშვილთან
ერთად, იუსტიციის
მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის
წევრები, მედიის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სააკაშვილმა
რეფორმების
კუთხით საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა და ამ რეფორმების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იუსტიციის სახლები დაასახელა.
ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მისი ავტორები ქართველი ახალგაზრდა არქიტექტორები -
კომპანია
„არქიტექტორი
გამომგონებლების"
წარმომადგელები: ნიკო ჯაფარიძე, გიორგი საყვარელიძე და დევი ქიტუაშვილი არიან. შენობაში, იუსტიციის სახლის გარდა, ენერგეტიკის სამინისტრო და სადაზღვევო კომპანიაც განთავსდება.
საქართველოში
პირველი იუსტიციის სახლი 26 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის თანამედროვე საქართველოს რეფორმებისა და აღმშენებლობის სიმბოლოდ იქცა. დღეიდან მისი გამარტივებული სერვისებით სარგებლობა ბათუმში, რუსთავში, მესტიაში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც არის შესაძლებელი.
2012 წლის
ბოლომდე იუსტიციის სახლები გურჯაანში, ახალციხეში, თელავში, თბილისში, გორში, ლაზიკასა და მარნეულშიც
გაიხსნება.
internet.ge