პატიმრის განცხადებით ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ადგილი არ ჰქონია
გლდანის
მერვე საპყრობილეში, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ჟურნალისტები
იმყოფებოდნენ, სადაც მათ პატიმრებთან გასაუბრების საშუალებაც მიეცათ.
‘’ინტერნეტ.ჯი"-ს
ჟურნალისტის ცნობით, პატიმრები, რომლებიც საარცევნო უბანზე იყვნენ, აცხადებენ, რომ
საპყრობილეში სრული სიმშვიდეა, ცვლილება პენიტენციალური სისტემის გადახალისების
შემდეგ აშკარაა და პატიმრები ზეწოლას არ განიცდიან.
‘’ახლა
სიმშვიდეა, დიდი განსხვავებაა ძველ დროსა და ახლანდელს შორის, ჩვენს საკანში ექვსნი
ვსხედვართ და მათ ნაცვლადაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის ფიზიკური შეუარცხყოფა,
ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, არავის მოუყენებია"- განაცხადა საარჩევნო უბანზე
მყოფმა პატიმარმა. იმავეს ამბობენ პატიმრები, რომლებსაც ჟურნალისტები საპატიმროს ფანჯრებიდან ესაუბრნენ.
Internet.ge