თამარ კინწურაშვილი: კახი კალაძე და თეა წულუკიანი საარჩევნო უბნებზე შესვლას ცდილობდნენ
უწყებათაშორისი
კომისიის წევრის თამარ კინწურაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები: კახი კალაძე და თეა წულუკიანი საარჩევნო უბნებზე შესვლას
ცდილობდნენ, რაც კანონით
აკრძალულია.
როგორც დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე კინწურაშვილმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურები
მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეს დილიდანვე კომისიაში
ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც უკავშირდებიან.
პრესკონფერენციაზე
კინწურაშვილმა იმ ფაქტებზეც ისაუბრა, რომელზეც ცესკომ უკვე გააკეთა განცხადებები,
კერძოდ, ბიულეტენების რაოდენობასთან და დამკვირვებლებთან დაკავშირებით.
internet.ge