ბიძინა
ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მაისურით
მივიდა.
აღნიშნული ვიდეო ბიძინა ივანიშვილის
ოფიციალურ facebook-ის გვერდზე გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, რომ
საარჩევნო უბანზე უტა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მასურით არის მისული.
ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი, საფრანგეთის 31-ე
საარჩევნო უბანზე დღეს დილით დააფიქსირა.
„ სიტუაცია საქართველოში იყო ძალიან
მძიმე და დღეს ეს სიტუაცია უნდა გადაწყდეს, ამიტომ აუცილებელია ყველა მივიდეს
საარჩევნო ყუთთან და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს“- განაცხადა უტა
ივანიშვილმა.
როგორც
ცნობილია, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
internet.ge