კოალიცია ‘’ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი
კალაძე სამტრედიაში დიდი უპირატესობით მარცხდება, ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს ინფორმაცია
ადგილობრივმა კორესპონდენტმა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, მიაწოდა.
კახი კალაძე ვერ ახერხებს ხმების შეგროვებას საკუთარ სოფელში,
სამტრედიის რაიონის სოფელ გომშიც.
შეგახსენებთ, რომ ‘’ქართული
ოცნების" ლიდერები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. კალაძის შტაბის
წევრი, არასასურველი შედეგის შემთხვევაში, არჩევნების ჩაშლით ჯერ-კიდევ გუშინ იმუქრებოდა.
internet.ge