ცესკო-ში ხმების დათვლა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე „ქართული
ოცნების“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
აქცია ლოზუნგით - „გააფორმე“ ტარდება. ადგილზე შეკრებილი
მხარდამჭერების თქმით, აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა, რომ შედეგების გაყალბება
არ მოხდეს.
ადგილზე იმყოფება „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ დოლიძეც. მისი
განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს, არსებულ დარღვევებზე
შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.
Internet.ge