"საკმარისად გამჭვირვალე
არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, მოქმედი დემოკრატიის უმაღლესი დონის
დემონსტრირებაა", - განაცხადა Trend-თან ინტერვიუში ფონდ Heritage Foundation-ის
ექსპერტმა არიელ კოენმა.
„ის ფაქტი, რომ არჩევნებზე
ასეთი ბევრი დამკვირვებელი იყო და ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდა, ნიშნავს, რომ საქართველოში გაცილებით მაღალი დონის მოქმედი დემოკრატიაა, ვიდრე, ვთქვათ, ეს
დუმის არჩევნებმა აჩვენა რუსეთში,“ - განაცხადა კოენმა.
მისი აზრით, ბევრი არ მოელოდა არჩევნების ასეთ დასასრულს. ამასთან, „ქართული
ოცნების“ გამარჯვება, მისი თქმით, ნამდვილი გამოცდა იქნება ქვეყნისათვის.
„ეს არის გამოცდა, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და მათი
გუნდები ერთად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ხელისუფლების ძალადობისა და სისხლისღვრის
გარეშე გადაცემა. ეს ძალიან ძნელი, ძალიან მგრძნობიარე და ძალიან საშიში დროა
საქართველოსათვის“ - მიიჩნევს კოენი.
internet.ge