სამი ბომბის აფეთქების
შედეგად სირიაში 27 ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი ქვეყნის ერთ-ერთ
უდიდეს ქალაქ ალეპოში, სამხედროების სასტუმროს მახლობლად მოხდა, რის შემდეგაც
შენობა მთლიანად დაინგრა.
ოპოზიციური აქტივისტების
განცხადებით, ბომბები ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოაგდო, რათა
მშვიდობიანი მომიტინგეები დაეშალა.
ქვეყნის საინფრმაციო
საშუალებების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადიმ ათასობით ჯარისკაცს ალეპოს აღება და ბრძოლების
დასრულება უბრძანა.
შეგახსენებთ, რომ
ალეპოსათვის ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ მარეებს შორის უკვე
რამდენიმე კვირაა გრძელდება და მას უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Internet.ge