GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უწყებათაშორისი კომისია “ქართულ ოცნებას” საკითხების ინსტიტუციონალური გზებით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს
16:34 03.10.2012
დღის სიახლეები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია, უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს პირველი ოქტომბრის არჩევნების საერთო ჯამში მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას, თუმცა ამავე დროს შეშფოთებას გამოთქვამს იმ ვითარების გამო, რასაც საოლქო კომისიების ნორმალური ფუნქციონირების თვალსაზრისით ცალკეულ რეგიონებში აქვს ადგილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრობლემები იკვეთება თერჯოლის, მარნეულის, თეთრიწყაროს, სიღნაღის, ამბროლაურის, მარტვილის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს საოლქო კომისიების ნორმალური ფუნქციონირების მხრივ. კომისიების შენობებთან შეკრებილი აქტივისტები ზეწოლას ახდენენ კომისიის წევრებზე, ზოგჯერ კი მათ მიმართ ძალადობის მუქარას აქვს ადგილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა 2 ოქტომბერს თეთრიწყაროს საოლქო კომისიის სხდომა, სადაც ერთის მხრივ, კომისიასთან მობილიზებული იქყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ხოლო მეორეს მხრივ, სხდომაზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელიც აიძულებდა კომისიის წევრებს, გაეუქმებინათ საარჩევნო ოქმები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინათ შენობა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები და შესაძლებლობა მისცენ საოლქო საარჩევნო  კომისიებს ნორმალურ და მშვიდ ატმოსფეროში წარმართონ თავიანთი საქმიანობა.

კომისია მიმართავს კოალიცია “ქართულ ოცნებას”, არ მოახდინონ საოლქო კომისიებთან თავიანთი აქტივისტების მობილიზება, ვინაიდან მათი მხრიდან მუქარა ძალადობის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს, რაც საერთო ჯამში არჩევნების შედეგების შეჯამებას უქმნის საფრთხეს. კომისია მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, პრობლემური საკითხები  მხოლოდ ინსტიტუციონალური გზებით გადაწყვიტონ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფიქრია ჩიხრაძე: სოფლად ცხოვრება დღითიდღე უპერსპექტივო ხდება1
ეკლესია ძალადობის ფაქტებს აღიარებს2
"ქომაგის" სარჩელის განხილვა 27 ივნისს განახლდება3
მინისტრობის კანდიდატი ჟურნალისტს: მოგაძრობ მაგ თავს გადავაგდებ, დაგწიხლავ (VIDEO)4
მოჰამედ მერას დაკრძალვაზე ალჟირმა უარი თქვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X