ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი მეუღლის,
ერეკლე კოდუას თანამდებობიდან წასვლის ფაქტს არ ადასტურებს.
როგორც ტელეწამყვანმა „ინტერნეტ.ჯი“-ს
განუცხადა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსი სამსახურში იმყოფება და მას ქვეყანა არ
დაუტოვებია.
„დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ირაკლის
არც ქვეყანა დაუტოვებია და არც სამსახური. დილით ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში“,-
აცხადებს ჟორჟოლიანი.
ერეკლე კოდუას თანამდებობიდან წასვლის შეშაძლო
ფაქტს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ირაკლი კოდუას გადადგომის შესახებ
ინფორმაცია დღეს „გურიანიუსმა“ გაავრცელა.
ერეკლე
კოდუა შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსად 2010 წლის აპრილში დაინიშნა.
internet.ge