კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი პირადი
დაცვის, ბესო სურმავას ოჯახში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურმავა საკუთარ ოჯახში იმყოფება.
„ვიცი რომ ბესიკ სურმავა გამოჩნდა, დეტალურ ამბებს ჩემი ბიჭები
გაარკვევენ“,- აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სურმავასთან პირადად არ
უსაუბრია.
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის ლიდერებზე გავრცელებული
სკანდალური ჩანაწერების ავტორი საკუთარ სახლში წუხელ დაბრუნდა. ივანიშვილის პირადი
დაცვის წევრი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
პრესას გაურბის მისი მეუღლე მაკა ლობჟანიძეც. როგორც ლობჟანიძემ
„მეცხრე არხს“ სატელეფონო კომენტარში განუხადა, მეუღლეს მისი გაუჩინარების შესახებ
ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს.
„ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. ნაცემიც არ არის, არანაირი ძალადობის
კვალი არ აღენიშნება“,- აცხადებს სურმავას მეუღლე.
ბესო სურმავა 27 სექტემბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით მის მიერ ინტერნეტ-სივრცეში კოალიციის წევრების წინააღმდეგ ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლებსაც ის, მისი თქმით, ივანიშვილის დავალებით ახორციელებდა.
internet.ge