მამუკა
კაციტაძე სიების დაზუსტების კომისიას აღარ უხელმძღვანელებს, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება
კაციტაძემ დღეს, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით,
ის კომისიის რიგით წევრად დარჩება და მუშაობას გააგრძელებს.
„მე ნათქვამი მქონდა, რომ არჩევნების შემდეგ,
ჩემს თავს ვეღარ
მოვიაზრებდი ამ თანამდებობაზე. რის გამოც დღეს
მივმართე კომისიას და დავტოვე თანამდებობა“,- განაცხადა კაციტაძემ.
კაციტაძე საარჩევნო პროცესსაც
შეეხო და განაცხადა, რომ კომისიამ განახორციელა მონიტორინგი დაზუსტებულ სიასა და სამაგიდო სიას შორის და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
internet.ge