არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს ‘’ნაციონალური
მოძრაობის" სახელით, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და გიგა
ბოკერია აწარმოებენ.
ამის შესახებ განცხადება, დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი
კომისიის ხელმძღვანელმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ყველაფერი
კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. ბოკერიას განცხადებით,
პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი საჭიროა.
ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ
მოძრაობას“ შორის დიალოგი უახლოეს მომავალში დაიწყება.
internet.ge