მილიონობით დოლარის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს
ფილიპინების ყოფილი
პრეზიდენტი გლორია მაკაპაგალ-აროიო საავადმყოფოს ოთახში დააპატიმრეს. მას ბრალი
კორუფციაში ედება. როგორც ცნობილია აროიომ სახელწიფოს ლატარიის თანხებიდან 8,8
მილიონი ამერიკული დოლარი საკუთარი მიზენებისათვის გამოიყენა.
AP–ს ცნობით, ექსპრეზიდენტის
დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად ის ორი წლის წინ დააკავეს და
რვათვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სახით გაათავისუფლეს.
აროიო, რომელსაც კისრის
პრობლემები აქვს, საავადმყოფოში კიდევ ერთ დღეს დარჩება და სასამართლო ამ დროის
განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა ის მკურნალობას ციხის
გარეთ.
Internet.ge