ივანიშვილი ბიზნესში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი კაპიტალის დახარჯვას არ გამორიცხავს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებს სიტყვით მიმართავს.
როგორც ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა, მას სურს
თითოეული მათგანი პირადად გაიცნოს და მოისმინოს, თუ რა ვითარებაა ამ თუ იმ
სექტორში.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, თუკი ბიზნესს რაიმე პრობლემა ექნება,
ის მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი კაპიტალი დახარჯოს.
Internet.ge