ძლიერო ტორნადო დაატყდა თავს აშშ-ის შტატ ოკლაჰომას ქალაქ
ნორმანს. 19 ადამიანმა ჭრილობები მიიღო, ქალაქს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა -
იუწყება ტელეკომპანია NBC.
ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლებს სახურავები
ახადა, დაანგრია რამდენიმე მშენებარე ნაგებობაც. მოსახლეობის დიდი ნაწილი
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საავადმყოფოებს სხვადასხვა ტრავმებით 19 ადამიანმა
მიმართა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ოკლაჰომას შტატში დღეს
შტორმია მოსალოდნელი. გრიგალი, დაახლოებით, ისეთივე სიმძლავრის იქნება, როგორიც
მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა.
მაშინ გრიგალმა 57 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მეცნიერების აზრით, წელს, ტორნადოს სეზონი, შესაძლოა,
ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდეს.
Internet.ge