სასჯელაღსრულების
რუსთავის
#6 დაწესებულებაში
პატიმრებს
შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს
ინფორმაციით,
2012 წლის
3 ოქტომბერს,
სასჯელაღსრულების
რუსთავის
#17 დაწესებულებიდან
განხორციელდა
რამდენიმე
მსჯავრდებულის
გადაყვანა
რუსთავის
#6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
გადაყვანილი
პატიმრების,
ა.შ.-ს და კ.კ.-ს საკარანტინე ნაწილიდან საკანში განთავსების შემდგომ, სამინისტროს ინფორმაციით, მათ და საკანში მანამდე მყოფ პატიმრებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ა.შ.-მ და კ.კ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებული პატიმრები აცხადებენ, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს.
”მსჯავრდებულებს
მაშინვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება (მათ შორის ერთ-ერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა) და ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან დაზარალებული პატიმრების ოჯახის წევრებიც. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაპირისპირება გამოწვეული იყო პატიმრებს შორის არსებული ძველი კონფლიქტით. მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში
და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების
სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, რამაც განაპირობა მსგავსი კონტიგენტისა და ურთიერთდაპირისპირების
მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება”,- ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge