სკანდალურად
ცნობილი მომღერალი ჰარი გლიტერი, რომელმაც პედოფილიისათვის უკვე მოიხადა სასჯელი,
BBC-ს აწ გარდაცვლილ დიჯეი ჯიმი სევილასთან ერთად მცირეწლოვანთა გახრწნაში
დაადანაშაულეს: ბრიტანელმა კერინ ვარდმა განაცხადა, რომ 1970-იან წლებში თავად
უნახავს, როგორ აუპატიურებდნენ ეს ცნობილი ადამიანები 14 წლის გოგონებს BBC-ს
საგრიმიოროში, თავად მასთან კი კავშირის დამყარებას სევილასა და გლიტერის მეგობარი
ცდილობდა.
ამის
შესახებ მისის ვანდმა დოკუმენტურ ფილმში დეტალურად ისაუბრა. გლიტერმა ყველა
ბრალდება უარყო, ტელეკომპანია BBC-ს კი მომხდარზე პასუხის გაცემა მოუხდა.
კომპანიის
ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობამ იცოდა ჯიმი სევილას პედოფილიის
შესახებ, თუმცა ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელი არანაირი
მასალა მას არ გააჩნია.
Internet.ge