თბილისში, უშანგი ჩხეიძის 8 ნომერში მდებარე ნიჭიერთა ათწლედში დევნილები შეიჭრნენ. ისინი შენობის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ ამ შენობიდან 2010 წელს უკანონოდ გაასახლეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწავლებლის ხელმძღვანელებიც. მათი ინფორმაციით, სახელმწიფომ მუსიკალურ ათწლედს შენობა 2012 წლის აგვისტოში გადასცა და დევნილების მოთხოვნა უკანონოა.
მათივე განცხადებით, აფხაზეთიდან და კოდორიდან დევნილებს 2010 წელს სახელმწიფომ ალტერნატიული ფართები უკვე გადასცა.
internet.ge