GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება
18:13 06.10.2012
დღის სიახლეები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კომისიებში ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების შეცვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

ცესკოში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექის 42.6 მუხლით დადგენილია, რომ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. 

„აღნიშნული ნორმით საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა მხოლოდ კენჭისყრის დღეს.  ეს შეზღუდვა აღარ ვრცელდება კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მით უმეტეს, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღოს ყველა სხვა სახის არჩევნებში და თავისი შეხედულების შესაბამისად დანიშნოს და შეცვალოს წარმომადგენლები როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.

სამწუხაროა, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა ცალმხრივი და არაკვალიფიციური კომენტარი. მათ მიერ ინტერპრეტირებული შეზღუდვა შეუძლებელს ხდის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლის შეცვლას ან დანიშვნას მომავალ არჩევნებამდე პერიოდში.

ზემოაღნიშნული საკითხის გააქტიურება გამოიწვია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკ ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ სასამართლოში ცესკოს  წინააღმდეგ საჩივრის შეტანამ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის შეცვლის გამო, თუმცა იმავე დღეს იმავე საარჩევნო სუბიექტის ცენტრალური შტაბის უფროსმა მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის შეცვლის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედიას, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო არხები ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება1
ია ფარულავა მაყურებელს ემშვიდობება2
გოგა ხაინდრავა: სამართალდამცავებს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი3
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012” დასრულდა4
Google-მა ახალი სერვისი შემოიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X