აღნიშნული
ავარია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საგზაო შემთხვევად აღიარეს.
ფლორიდას
შტატში ერთმანეთს 47 ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ტრავმირებულია 52 ადამიანი,
რომელთაგან 3 რეანიმაციაშია მოთავსებული.
ავარია დაიწყო
იმით, რომ მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. შემდეგ კი ჯაჭვური რეაქციის
პრინციპით უკან მიმავალი მანქანები დაზიანდნენ.
სამართალდამცველები
მომხდარს მძღოლების შეცდომასა და ცუდ ამინდს აბრალებენ.
ამასთან,
ადგილზე პოლიცია დროულად იქნა მობილიზებული და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა.
internet.ge