ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული
ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა ახალი
მთავრობის ზოგიერთი წევრის ვინაობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მინისტრთა კაბინეტში
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება; თავდაცვის
მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანია იქნება წარდგენილი; იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი,
ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანი დასახელდებიან; საკანონმდებლო
ორგანოს ხელმძღვანელად დავით უსუფაშვილი მოიაზრება, ხოლო ვიცე-სპიკერად მანანა კობახიძე.
შეახსენებთ, ახალი მთავრობის სრულ შემადგენლობას კოლაიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ თავად წარადგენს.
Internet.ge