ორი დღის წინ გაუჩინარებული 17 წლის მოზარდი სახლში დაბრუნდა.
ალიბოვების ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
ცნობილია, რომ არასრულწლოვანი
პოლიციამ უკვე დაკითხა.
ალიბოვების უმცროსი შვილი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა. მასთან ერთად გაქრა ოჯახის დანაზოგიც.
მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მეზობლების
ნაწილი აცხადებს, რომ ბიჭი სახლიდან გაიქცა. ნაწილს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი
გაიტაცეს.
Internet.ge