ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი იქნება გამჭვირვალე
და ხალხისგან მალულად არაფერი გაკეთდება.
ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი თქმით, კონსტიტუციას ჭკუაზე მოიყვანენ და ამას ვახტანგ ხმალაძის
ხელმძღვანელობით გააკეთებენ.
„კონსტიტუციას ჭკუაზე მოყვანა უნდა. ვახტან ხმალაძე გვყავს ჩვენ,
ასევე, ბევრი კონსტიტუციონალისტი და მათი ხელმძღვალენლობით დავიწყებთ მუშაობას და
კონსტიტუციას ჭკუაზე მოვიყვანთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, ბევრ ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე
პასუხი აგოს.
internet.ge