რუსეთის
მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება. ამის
შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სექტემბერში
ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავისი
პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად, თუმცა როგორც „ეხო მოსკვი“ აღნიშნავს,
უახლოეს მომავალში რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხზე საუბარი ჯერ
არ არის.
სამაგიეროდ,
ონიშენკოს უწყება წყვეტს რუსულ ბაზარზე აფხაზური ღვინის დაშვების საკითხს.
internet.ge