თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინსმა“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო
16:02 08.10.2012
|
დღის სიახლეები
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინსმა“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ავიარეისის მგზავრებს, რომელთა შორის „პეგასუს ეარლაინსის“ დირექტორი ალი საბანჩიც იყო, აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე დახვდა.
კომპანია ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 49.99 ევროდან იწყება.
„პეგასუსის“ მგზავრებს ასევე ეძლევათ საშუალება ბათუმიდან გაფრინდნენ ალმაატაში, ბეირუტში, კოპენჰაგენში, კვიპროსში, დონეცკში, დუბაიში, ხარკოვში, კრასნოდარში, ლონდონში, მარსელში, ომსკში, თელ ავივში და ასევე ადანაში, ანკარაში, ანტალიასა და ბოდრუმში.
„პეგასუს ეარლაინსი“ სტამბულში 1990 წელს დაფუძნდა. კომპანია ევროპაში, შუა აზიაში, ბალკანეთსა და კავკასიაში 25 ქვეყანაში 59-ე მიმართულებით ასრულებს რეისებს. კომპანიას 22.3 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ტექნოლოგიებში და მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიათა შორის 58–ე ადგილი უჭირავს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|