GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს
16:10 08.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მსჯავრდებულების ა.შ-ს და კ.კ-ს სხეულის დაზიანებების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე.

ასევე, მოითხოვა მსჯავრდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების სიმძიმისა და ხანდაზმულობის დასადგენად, დროული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და იმ ჩანაწერის გამოთხოვა, რომელიც ასახავს მსჯავრდებულთა გადაადგილებას N6 დაწესებულებაში შეყვანიდან მათი სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანის მომენტამდე.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს მსჯავრდებულები რუსთავის N6 დაწესებულებიდან, თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმებით სს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“  გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია ჩაუტარდათ.

სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მსჯავრდებული კ.კ. მოინახულეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: სახის არეში მრავლობითი შეშუპება და სისხლნაჟღენთები, კერძოდ, ორივე თვალბუდე - შეშუპებული, მარცხენა თვალბუდის არეში - სისხლნაჟღენთი, მარჯვენა თვალბუდის არეში, ზედა ქუთუთოზე - სისხლნაჟღენთი, რამდენიმე ექსკორიაცია და ჰიპერემია, ცხვირი - შეშუპებული და ჰიპერემიული, მარცხენა ყვრიმალისა და მარცხენა საფეთქლის არეში - სისხლნაჯღენთები, ზედა ტუჩი - შეშუპებული, ზედა და ქვედა ტუჩებზე - ნაჭდევი, მე-12 კბილის მოტეხილობა, მარცხენა ყური - შეშუპებული, მარცხენა ყურზე და ყურს უკან - სისხლნაჟღენთები, მარჯვენა ზედა კიდურის უკანა ზედაპირზე - სისხლნაჟღენთები და მრავლობითი ექსკორიაციები, მარჯვენა ზედა კიდურზე, იდაყვის ზევით, შიდა მხარეს - დიდი ზომის სისხლნაჟღენთი, ხოლო ქვედა მხარეს - რამდენიმე სისხლნაჟღენთი. მსჯავრდებულის განმარტებით, მას ზემოაღნიშნული დაზიანებები მიყენებული აქვს რუსთავის N6 დაწესებულებაში, თუმცა არ განმარტა, რა ვითარებაში.

“მსჯავრდებულები 2 ოქტომბერს, გაურკვეველი მიზეზით, გადაყვანილი იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებიდან N6 დაწესებულებაში. 2012 წლის 3 ოქტომბერს მსჯავრდებულები გაიყვანეს საკარანტინე საკნიდან სარეჟიმო კორპუსში, რის შემდეგაც, მოკლე ხანში, მათ მიადგათ ზემოაღნიშნული დაზიანებები და ტრავმები. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულები არ განმარტავენ დაზიანებების მიყენების გარემოებებს, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ მათ აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვთ N6 დაწესებულების საკანში გადაყვანის შემდგომ. კერძოდ, ამავე საკანში პატიმრებს შორის მომხდარი ურთერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირებისას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა განიხილოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოხდა მსჯავრდებულების გადაყვანა N17-დან N6 დაწესებულებაში. ასევე, მათი განაწილება სწორედ იმ საკანში, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი ნატოს ასაბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარსდგება1
ფოტორეპორაჟი: კახა ლომაია "ქართული ოცნების" აქციაზე2
კახეთიდან ქართველი ჯარისკაცები ოვაციებით გააცილეს (VIDEO)3
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა4
ტბაში 6 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X