ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ქართულ ოცნების“
ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა როდის გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა
დავით ბაქრაძემ განუცადა, ამ დრომდე შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ
არის.
მისი თქმით, ამ საკითხზე მხარეებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს
და შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიამრთება.
internet.ge